წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2025 წლის ივლისი
მოგესალმებათ Rise Academy Georgia, განათლების ცენტრი. ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს:
1. ზოგადი ინფორმაცია: კომპანია „შპს რაიზ აკადემია ჯორჯია“ წარმოადგენს არაფორმალური განათლების მიმწოდებელ იურიდიულ პირს. საიდენტიფიკაციო კოდი: 405786724. კომპანია სთავაზობს განათლების კურსებს, რომლებიც ტარდება ადგილზე წინასწარი რეგისტრაციით.
2. რეგისტრაცია და გადახდა: კურსებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით ვებსაიტზე. გადახდა ხდება ონლაინ. გადახდის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს რეგისტრაციის დადასტურებას ელ. ფოსტით.
3. მომსახურების ხასიათი: ყველა კურსი ტარდება ადგილზე (თბილისში, Rise Academy-ის მიერ მითითებულ მისამართზე). კურსის დაწყების თარიღი, დრო და ადგილი წინასწარ ცხადდება ვებსაიტზე და რეგისტრაციის ფორმაში.
4. თანხის დაბრუნების პოლიტიკა: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა კურსზე, თანხა სრულად ბრუნდება მომხმარებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე. თანხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია კურსის დაგეგმილ თარიღამდე მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. დაბრუნება ხორციელდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღეში.
5. კონფიდენციალურობა: მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე მოწოდებული ინფორმაცია (სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონი) გამოიყენება მხოლოდ კურსებთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის. პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.
6. ცვლილებები: Rise Academy Georgia უფლებას იტოვებს, ცვლილება შეიტანოს წესებსა და პირობებში წინასწარი შეტყობინების გარეშე. ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ვებსაიტზე და ძალაში შევა დაუყოვნებლივ.
მიწოდების პირობები: მომსახურება წარმოადგენს არაფორმალური განათლების კურსებს, რომლებიც ტარდება ადგილზე. რეგისტრაციის და გადახდის დასრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს დასტურს ელ. ფოსტაზე, რომელშიც მითითებული იქნება კურსის ჩატარების თარიღი, დრო და მისამართი. მიწოდება ხორციელდება არაფიზიკური ფორმით. მომსახურება ხდება ადგილზე გამოცხადებით. მომხმარებელს არ ესაჭიროება ბილეთი; რეგისტრაცია დადასტურებულია ელექტრონულად.
