top of page
Study Group

🏨 2025 - 2026 წლის კურსების კატალოგი

სასაუბრო ინგლისური ამერიკელ პედაგოგთან (კვირაში 1 დღე, 1 სთ)

უფროსები: 200₾ თვეში

ზოგადი და სასაუბრო ინგლისური (ფიზიკური დასწრებით, კვირაში 2 დღე)

ბავშვები: 160₾ თვეში 

უფროსები: 180₾ თვეში 

ზოგადი და სასაუბრო ინგლისური (ონლაინ ფორმატი, კვირაში 2 დღე)

ბავშვები: 95₾ თვეში 
უფროსები: 95₾ თვეში 

მათემატიკა (კვირაში 2 დღე)
ბავშვები: 150₾ თვეში 

ქართული ლიტერატურა და წიგნიერება (კვირაში 2 დღე)

ბავშვები: 120₾ თვეში

ლიდერთა სკოლა მოზარდებისთვის (ლიდერობა, საჯარო გამოსვლა)  (კვირაში 1 დღე, 1.5 საათი)
ასაკი 12–17: 100₾ თვეში

ხატვა და ფერთა ხელოვნება (კვირაში 2 დღე)
ასაკი 6–12: 135₾ თვეში 

რუსული ენა (კვირაში 2 დღე)

ბავშვები: 130₾ თვეში 

უფროსები: 140₾ თვეში 

სოციალურ-ემოციური უნარები

(კვირაში 2 დღე)

ბავშვები: 160₾ თვეში

დამატებითი შეთავაზებები

🎓 პირველი სატესტო გაკვეთილი უფასოა

🤝 სოლო კლიენტებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება

🤝 მეორე ბავშვზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება
➕ ორი კურსის კომბინაციაზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება

რატომ Rise Academy Georgia?

დღევანდელი სკოლა ბავშვებს ვერ უზრუნველყოფს იმ უნარებით, რაც მათ მომავალში დასჭირდებათ: კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, თვითრწმენა, შემოქმედება.  მშობლები ხედავენ, რომ მათი შვილები ბევრს მეცადინეობენ, მაგრამ სასურველ შედეგზე ვერ გადიან.  უამრავი მასწავლებელი, წრე, საცობებში სირბილი - ყველაფერი ეს ბავშვს ღლის და მოტივაციას უქვეითებს. ამას ემატება ერთი ან მრავალი არასწორად ნათქვამი სიტყვა ან ფრაზა და ვიღებთ მორცხვ, გადაღლილ და უხალისო ბავშვს, რომელიც ვერ გამოთქვამს აზრს, რომლისთვისაც სწავლა მოსაწყენი და ზოგჯერ სატანჯველიცაა.

 

Rise Academy-ში თითოეული გაკვეთილი ბავშვებში მოტივაციას აღძრავს.  

ჩვენ ვეხმარებით მათ, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები და მოტივირებულები, ისეთები, რომლებიც სიამოვნებით და ხალისით სწავლობენ, გამოხატავენ საკუთარ აზრს, ქმნიან.  ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ბავშვს თბილი გარემო შევუქმნათ, სადაც მათი პოტენციალი სრულად გამოვლინდება.  ვიყენებთ პერსონალურ მიდგომას, სადაც ერთ სივრცეში ბავშვს შეუძლია ყველა მოთხოვნად საგანს დაეუფლოს.  პედაგოგები ყოველდღიურ რეჟიმში უკუკავშირს აძლევენ მშობლებს.  მშბლებისთვის კი გვაქვს მოწყობილი მოსაცდელი სივრცე, სადაც კომფორტულად შეუძლიათ დროის გატარება, სანამ მათი შვილი მეცადინეობს.  

 

ჩვენმა ბავშვებმა ისწავლეს მკაფიოდ საუბარი, გუნდური მუშაობა და თვითდაჯერება.

მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილები უკეთესად ურთიერთობენ, ინტერესდებიან წიგნებით, უცხო ენებით და სიამოვნებით მოდიან გაკვეთილებზე.  Rise Academy სწრაფად ხდება მათი არჩევანი, ვისაც სურს ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომ ფასად.

 

ჩვენ ვიყენებთ მარტივ მეთოდებს:

1️⃣ ვაფასებთ ბავშვის ასაკს და ინტერესებს.

2️⃣ ვარჩევთ შესაბამის ჯგუფსა და მასწავლებელს.

3️⃣ ვასწავლით ინტერაქტიული თამაშებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით.

4️⃣ მუდმივ რეჟიმში ვზომავთ პროგრესს და ვუზიარებთ მშობლებს შედეგებს.

 

თუ გინდა შენი შვილი თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, აქტიური, ხალისიანი და რაც მთავარია წარმატებული გახდეს, მოიყვანე ბავშვი Rise Academy-ში! 

bottom of page