top of page

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2025 წლის ივლისი

 

Rise Academy Georgia უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვას.  ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს.

 

1. შეგროვებული მონაცემები:  რეგისტრაციის ან მომსახურების მიღებისას, შეგროვდება შემდეგი ტიპის ინფორმაცია: სახელი და გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, გადახდის ინფორმაცია (მხოლოდ გადამხდელი პლატფორმის მეშვეობით – ჩვენ არ ვინახავთ ბარათის მონაცემებს).

2. მონაცემების გამოყენების მიზანი:  შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: რეგისტრაციის დადასტურება, კურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, მომხმარებელთან კომუნიკაცია (შეტყობინებები, ცვლილებები, განახლებები).

3. მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა: Rise Academy Georgia არ გადასცემს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნა მომდინარეობს სასამართლოს ან სახელმწიფო ორგანოს მხრიდან კანონის შესაბამისად ან როდესაც საჭირო ხდება მონაცემების გადაცემა ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის (მაგ. გადახდის პროვაიდერი).

4. მონაცემების შენახვა და დაცვა: მონაცემები ინახება დაცულ სერვერებზე და დაშვება აქვს მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს. ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

5. მომხმარებლის უფლებები: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ საკუთარი მონაცემების წაშლა, შეიტანოთ ცვლილება ან შეასწოროთ ინფორმაცია, ასევე მოითხოვოთ ინფორმაციაზე წვდომა.  ასეთი მოთხოვნისთვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: riseacademygeo@gmail.com 

ქუქიების გამოყენება:  ჩვენი ვებგვერდი იყენებს ქუქიებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ქუქი ფაილების გამოყენებით არ ხდება პირადი ინფორმაციის იდენტიფიკაცია.

bottom of page